23 აპრილი 2024,   13:42
ვრცლად
დეკანოზ მამალაძის ადვოკატმა პროკურატურის წინააღმდეგ შესაგებელი სარჩელი შეიტანა

დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატმა პროკურატურის წინააღმდეგ დღეს შესაგებელი სარჩელი შეიტანა.

უზენაეს სასამართლოს დეკანოზის უფლებადამცველები სთხოვენ, რომ არ გაითვალისწინოს ბრალდების მხარის სარჩელი, რომლის მიხედვითაც ისინი დეკანოზისთვის ბრალის დამძიმებას მოითხოვენ.

ადვოკატები ამბობენ, რომ ანგარების ნაწილში მსჯავრდებული მღვდელი უდანაშაულოა, ისევე როგორც მთლიანად ე.წ ციანიდის საქმეში.

„იმ დიდი უკანონობის ფონზე რაც ციანიდის საქმეზე სასამართლომ ჩაიდინა , იყო რაღაცა მინიმალური სტანდარტის ობიექტურობა, რომ ანგარების ნაწილი მაინც მოხსნას სასამართლომ იმ უკანონო ბრალში რასაც სასამართლოში პროკურატურა ედავებოდა დეკანოზ გიორგი მამალაძეს. მაგრამ როგორც აღმოჩნდა მათ ეს მინიმალური ობიექტურობის სტანდარტიც კი არ აკმაყოფილებთ და უკანონობას ხატავენ პროკურატურის მხრიდან და მათ მიმართეს უზენაეს სასამართლოს საკასაციო საჩივრით რათა კვლავ დამძიმდეს გიორგი მამალაძის ბრალდება. აქედან გამომდინარე ჩვენ დღეს შევიტანეთ დაცვის მხარემ შესაგებელი, რომლითაც ვპასუხობთ პროკურატურის ე.წ. საჩივარს,“-განაცხადა ადვოკატმა გიორგი ფანცულაიამ

დღის ამბები