19 აპრილი 2024,   04:15
ვრცლად
უკანონო თვალთვალი და მიყურადება - სამართალდამცველების მობილიზება დინამო არენას ტერიტორიაზე

დინამო არენას ტერიტორიაზე გვიან ღამემდე ექსპერტ-კრიმინალისტები და კინოლოგები მუშაობდნენ. სამართალდამცველებმა ოპელის მარკის ავტომობილი გაჩხრიკეს.

"კურიერის" ინფორმაციით, ამოღებულია სათვალთვალო მოწყობილობა და ფირფიტა. დინამო არენას თანამშრომლები პოლიციას მას შემდეგ დაუკავშირდნენ რაც სადგომზე უპატრონოდ მიტოვებული ავტომობილი შენიშნეს.

თავდაპირველად გაჩნდა ვერსია, რომ ადგილზე კრიმინალისტები ნაღმს ეძებდნენ, თუმცა მოგვიანებით გამოძიება პირადი ცხოვრების ამსახველი ინფორმაციის, პერსონალური მონაცემების უკანონო მოპოვება შენახვა, გამოყენების, მუხლით დაიწყო.

ახლა გამოძიებამ უნდა გასცეს კითხვას პასუხი - ხდებოდა თუ არა დინამო არენას ტერიტორიაზე განთავსებული ობიექტების თვალთვალი და მიყურადება. 

დღის ამბები