23 აპრილი 2024,   13:23
ვრცლად
არჩილ ტატუნაშვილის ცხედრის გადმოცემასთან დაკავშირებით სახელმწიფო უწყებები ინფორმაციას არ ფლობენ 

საინფორმაციო სააგენტო „ფრონტნიუსი“ ავრცელებს ინფორმაციას, რომ არჩილ ტატუნაშვილის ცხედარს ოჯახს დღეს დაუბრუნებენ.

თუმცა ოკუპირებულ ცხინვალში მოკლული არჩილ ტატუნაშვილის ცხედარის შესაძლო გადმოცემის შესახებ ინფორმაციას არ ფლობენ შესაბამისი სახელმწიფო უწყებები. არც შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში მინისტრი და არც პრემიერის წარმომადგენელი ზურაბ აბაშიძე.

ყოფილი სამხედროს ცხედრის გადმოცემას მისი ოჯახი თითქმის ერთი თვეა უშედეგოდ ელის.

დღის ამბები