23 აპრილი 2018,   15:30
ვრცლად
ინციდენტი ტყიბულში - დამწვარი მამაკაცი კვლავ მძიმე მდგომარეობაშია

ტყიბულში მომხდარი ინციდენტის გამო 50 წლის მამაკაცი ისევ მძიმე მდგომარეობაშია. მას სხეულზე მაღალი ხარისხის დამწვრობა აღენიშნება. მისი გადმოყვანა თბილისში მდგომარეობის გართულების გამო გახდა საჭირო.

ტყიბულის სოფელ მუხურაში მამაკაცი გუშინ დაშავდა, მას შემდეგ რაც მეზობელმა მას ბენზინი გადაასხა და ცეცხლი წაუკიდა.

ადგილობრივების ინფორმაციით, მეზობლებს შორის კონფლიქტი უკვე რამდენიმე წელია არსებობს. შინაგან საქმეთა სამინისტრომ ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით ერთი პირი დააკავა.

დღის ამბები