23 აპრილი 2018,   15:28
ვრცლად
ე.წ. გირგვლიანის შესწორებები - საკანონმდებლო ცვლილებების ინიცირება მიმდინარე სასესიო კვირაში მოხდება

ე.წ. გირგვლიანის შესწორებებთან დაკავშირებით საკანონმდებლო ცვლილებების ინიცირება მიმდინარე სასესიო კვირაში მოხდება. ცვლილებებით, სისხლის სამართლის კოდექსში ახალი სპეციალური ნორმა- სპეციალური სუბიექტი შემოდის, რომელიც სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობის პირი იქნება.

საპარლამენტო უმრავლესობაში განმარტავენ, რომ ცვლილებები გაცილებით მაღალი სტანდარტით უზრუნველყოფს მოქალაქის დაცულობას სახელმწიფო ძალმომრეობისგან.

განცხადება „ქართული ოცნების“ წარმომადგნლებმა უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ გააკეთეს, სადაც მიმდინარე კვირის სასესიო დღის წესრიგი განიხილეს.

„საუბარი იყო გირგვლიანის შესწორებებზეც. გირგვლიანის შესწორებები ამ დღეებში დაინიცირდება, იქნება კარგი დოკუმენტი, რომელიც გარკვეულ პრევენციას უზრუნველყოფს,“-აცხადებს მამუკა მდინარაძე.

დღის ამბები