18 ოქტომბერი 2018,   23:15
ვრცლად
რუსეთმა, გაეროს უსაფრთხოების საბჭოში, სირიაში ადამიანის უფლებების კუთხით არსებული ვითარების განხილვა დაბლოკა

რუსეთმა, გაეროს უსაფრთხოების საბჭოში, სირიაში ადამიანის უფლებების კუთხით არსებული ვითარების განხილვა დაბლოკა.

ოფიციალური მოსკოვის წარმომადგენლის განცხადებით, ის ვერ ხედავს სხდომის ჩატარების მიზეზს, რადგან უშიშროების საბჭოს კომპეტენციაში ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტების განხილვა არ შედის.

რუსეთს მხარი ჩინეთმაც დაუჭირა. სხდომის ჩატარების ინიციატივით საბჭოს წევრი შვიდი ქვეყანა, მათ შორის საფრანგეთი და დიდი ბრიტანეთი გამოვიდა.

დღის ამბები