22 ივლისი 2018,   00:54
ვრცლად
ივანიშვილის ხის გადატანის გამო ჩაქვი-ქობულეთის გზა გადაიკეტა

თითქმის მთელი ღამის განმავლობაში ჩაკეტილი იყო ჩაქვი-ქობულეთის დამაკავშირებელი გზა. აჭარაში გზის გადაკეტვა კვლავ ბიძინა ივანიშვილის ხის გადატანის გამო გახდა საჭირო.

ადგილზე მობილიზებული იყვნენ საპატრულო პოლიციის თანამშრომლები, რადგან გზაზე ავტომობილებს გადაადგილების საშუალებას არ აძლევდნენ.

ასწლოვანი მაგნოლიის გადატანის გამო ადგილობრივები გადაადგილებას რამდენიმე საათის განმავლობაში ვერ ახერხებდნენ.

დღის ამბები