21 სექტემბერი 2018,   03:13
ვრცლად
ე.წ. კანონიერი ქურდობა განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაული ხდება

ე.წ. კანონიერი ქურდობა განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაული ხდება. ის 9-დან 15 წლამდე დაისჯება. ცვლილება შედის "ორგანიზებული დანაშაულის და რეკეტის წინააღმდეგ ბრძოლის" შესახებ კანონში. ახალი რეგულაციების ხარვეზებზე საუბრობენ ადვოკატები.

მათი აზრით, კანონში ფაქტობრივად არაფერი იცვლება. ახალი რეგულაციები კი მეტ განმარტებებს საჭიროებს, მათ შორის განსამარტია „ქურდული შეკრების“ განსაზღვრება, რაც პროექტს ახლა დაემატა.

დასჯადი ხდება კანონიერი ქურდისთვის და ქურდული სამყაროსთვის მიმართვაც. კანონპროექტს დეპუტატები ხვალ პლენარულ სხდომაზე განიხილავენ.

დღის ამბები