25 აპრილი 2024,   01:33
ვრცლად
როგორც საყდრისშია განადგურებული, ასე განადგურდება მიმდებარე ტყეები, ეკოსისტემას საფრთხე ემუქრება - სერგო რატიანი

„ევროპული საქართველოსა“ და საყდრისის კომიტეტის წევრებმა ბოლნისის რაიონში კომპანია RMG GOLD-ის მიერ დაზარალებული გარემო დაათვალიერეს. ბოლო დროს ჩატარებულმა კვლევებმა აჩვენა, რომ ბოლნისისა და დმანისის რაიონებში ყველაზე მაღალია გარემოს მძიმე ლითონებით დაბინძურების ხარისხი, რაც მოსახლეობის ჯანმრთელობაზეც მნიშვნელოვნად აისახება.

კომპანია, საყდრისის საწარმოო მოედნების გაფართოებას ფიტარეთის მონასტრისა და ხულუტის ციხის მიმდებარე ტერიტორიაზეც გეგმავს, რაც არსებულ მდგომარეობას კიდევ უფრო დაამძიმებს.

„როგორც საყდრისშია განადგურებული, ასე განადგურდება მიმდებარე ტყეები. ეკოსისტემას ემუქრება სერიოზული საფრთხე. გარდა ამისა, არ არის გაზომილი სეისმური მდგრადობა. რაზეც ექსპერტები საუბრობენ, მესამე არის აფეთქების მტვერი, რომელიც შეიძლება დაემუქროს ფრესკებს, რომელიც ისედაც დაზიანებულია“,- განაცხადა „ევროპული საქართველოს“ წევრმა, სერგო რატიანმა.

ამავე თემაზე
დღის ამბები