25 აპრილი 2024,   21:29
ვრცლად
დიდი ბრიტანეთი რუსეთის წინააღმდეგ შესაძლო ახალ ზომებს განიხილავს 

დიდი ბრიტანეთი რუსეთის წინააღმდეგ შესაძლო ახალ ზომებს განიხილავს. დღეს ლონდონში უშიშროების საბჭოს მორიგი სხდომა გაიმართება, რომელზეც რუსეთიდან ბრიტანელი დიპლომატების გაძევების შემდგომ ნაბიჯებზე იმსჯელებენ.

პარალელურად, ქალაქ სოლსბერიში სერგეი სკრიპალისა და მისი ქალიშვილის მოწამვლის ფაქტის გამოძიება გრძელდება. სპეციალისტები იულია სკრიპალის ავტომობილს სწავლობენ, რომლითაც ის აეროპორტიდან გაემგზავრა.

სინჯების ასაღებად სოლსბერიში იმყოფებიან ქიმიური იარაღის აკრძალვის ორგანიზაციის ექსპერტებიც.

დღის ამბები