25 აპრილი 2024,   03:03
ვრცლად
„რუსთავი 2"-ზე მომხდარი თავდასხმის დროს 6 დაკავებულიდან ერთი ხელწერილით გაათავისუფლეს

„რუსთავი 2-ზე“ მომხდარი თავდასხმის დროს 6 დაკავებულიდან ერთი ხელწერილით გაათავისუფლეს, ორი პირი არამიანცის სახელობის კლინიკაშია გადაყვანილი. სამი მათგანის სასამართლო პროცესი კი ცოტა ხანში უნდა დაიწყოს.

ე.წ. ქართული მარშის წევრები "რუსთავი 2-ის" ოფისსა და ჟურნალისტებს თავს გუშინ დაესხნენ. აქტივისტებმა ტელეწამყვან გიორგი გაბუნიას და ტელეკომპანიის იურისტს თავისუფლება ნახევარი საათის მანძილზე უკანონოდ აღუკვეთეს.

ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს ტელეკომპანიის ჟურნალისტებს. ე.წ. ქართული მარში" გიორგი გაბუნიას საკადრო ტექსტის შინაარსს აპროტესტებდა და აცხადებდა, რომ ჟურნალისტმა მათი რელიგიური გრძნობები შეურაცხყო.

დღის ამბები