24 აპრილი 2024,   14:24
ვრცლად
"რუსული მარში, რომ ამდენს ბედავს ეს წახალისებულია „ქართული ოცნების“ უმოქმედობით"- ოპოზიცია "რუსთავი2"-ის ჟურნალისტებზე თავდასხმას ეხმაურება

„ქართული მარში“ ანუ რეალურად რუსული მარში, რომ ამდენს ბედავს და ბედავს, რომ მიუვარდეს დამოუკიდებელ ტელევიზიას და იძალადოს სიტყვის თავისუფლებაზე, ეს ყველაფერი არის წახალისებული რა თქმა უნდა „ქართული ოცნების“  უმოქმედობით,“-ასე ეხმაურება „თავისუფალი დემოკრატების“ გენერალური მდივანი "რუსთავი 2"-ის ჟურნალისტებზე თავდასხმას.

თამარ კეკენაძის განცხადებით, ეს ყველაფერი დღეს არ დაწყებულა და საზოგადოება ხედავს ბოლო წლების განმავლობაში, როგორ ხდება „ქართული ოცნების“ მხრიდან პრორუსული ძალების წახალისება.

კეკენაძე მიიჩნევს, რომ ახლა აქვს შანსი ხელისუფლებას დაანახოს ხალხს დგას თუ არა რეალურად ამ ძალის უკან.

„ისინი არ უნდა გამოვიდნენ გარეთ მხოლოდ 100 ლარიანი ჯარიმებით, ისინი უნდა დაისაჯონ სამაგალითოდ და ეს არის ტესტი  „ქართული ოცნებისთვის“ რეალურად დაანახოს საზოგადოებას დგანან  თუ არა ისინი პოლიტიკურად ამ ძალის უკან.

"რუსთავი 2"-ის ჟურნალისტებზე თავდასხმას სისხლის სამართლის დანაშაულად აფასებს გიორგი ვაშაძე. პოლიტიკური პლატფორმა „ახალი საქართველოს“ თავმჯდომარე ამბობს, რომ ქვეყანაში დღეს არავინ არ არის დაცული იმ უკანონო ქმედებებისგან რასაც აკეთებს ეს ძალა.

„ხელისუფლებას აქვს ორი ვარიანტი. ან ისევ ხელს აფარებენ ამ ადამიანებს, რომელსაც აქამდე აკეთებდნენ და ვხედავთ, რომ უკვე ზღვარს სცდება მათი ქმედებები. ან ცოტა გამოფხიზლდება და კონკრეტულ რეაგირებას გააკეთებს,“-განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

მომხდარს გმობს ”დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველოც” . პარტიის პოლიტიკური მდივანი გიგლა ბარამიძე ამბობს, რომ ძალიან კარგია, რომ არხმა დააფიქსირა  თავისი პოზიცია ძალიან მძიმე განცხადებაზე.

„ეს არ ნიშნავს იმას, რომ ვინმეს , რომელიმე ჯგუფი იქნება ეს , პარტია იქნება , სოციალური  ფენა იქნება, გაერთიანება იქნება ჰქონდეს იმის ინდულგენცია , რომ ფიზიკური, სიტყვიერი ძალადობა განახორციელოს,“-განაცხადა გიორგი ბარამიძემ.

დღის ამბები