19 აპრილი 2024,   16:05
ვრცლად
”ნუ განიკითხავ” - ნოდიკო ტატიშვილმა აუდიტორიას ახალი კლიპი წარუდგინა

ნოდიკო ტატიშვილმა პარიზში გადაღებული ახალი მუსიკალური ვიდეორგოლი აუდიტორიას წარუდგინა.

”ნუ განიკითხავ” - სიმღერის მუსიკაზე რუსა მორჩილაძემ იმუშავა, ტექსტი კი ირინა სანიკიძეს ეკუთვნის. კლიპის ავტორი ნესტან სინჯიკაშვილია. ეს მომღერლისა და რეჟისორის რიგით მესამე ერთობლივი ნამუშევარია.  

ახალ კლიპთან ერთად, ნოდიკო ტატიშვილმა მსმენელს ახალი მუსიკალური ალბომიც წარუდგინა, სადაც მომღერლის 16 ახალი სიმღერა შევიდა.

სიყვარულის ქალაქში გადაღებული კლიპის სატელევიზიო პრემიერა ხუთშაბათს, თოკშოუ „პროფილში“ შედგება.

დღის ამბები