19 აპრილი 2024,   22:02
ვრცლად
ადამიანებზე, ვინც არ უნდა იყოს ის, თავდასხმა არის მიუღებელი - თეა წულუკიანი

"ადამიანებზე ვინც არ უნდა იყოს ის, თავდასხმა არის მიუღებელი“, - ასე გამოეხმაურა იუსტიციის მინისტრი „რუსთავი 2-ზე“ განხორციელებულ თავდასხმას. თეა წულუკიანის თქმით, მომხდარის გამოსაძიებლად სამართალდამცავი უწყებები მუშაობენ.

"ჩემი მიდგომა არის მარტივი და მე ვფიქრობ, ასეთი მიდგომა აქვს ყველა იმ ადამიანს, ვინც არის ერთგული  ელემენტარული პრინციპებისა, რომელსაც ეფუძნება დემოკრატიული საზოგადოება და სახელმწიფოებრიობა. ადამიანებზე, ვინც არ უნდა იყოს ის, თავდასხმა არის მიუღებელი. ასეთ თავდასხმები, შეტევები თუ ღია აგრესია ჩვენი კანონით არის დასჯადი. შესაბამისი ორგანოები მუშაობენ, რომ არავინ არ დარჩეს უპასუხოდ და არავინ არ დარჩეს დაუსჯელი, რადგან ვქმნით ისეთ საზოგადოებას, სადაც ყველას უნდა გვეცხოვრებოდეს მშვიდობიან და უსაფრთხო გარემოში"- აღნიშნა თეა წულუკიანმა.

ე.წ. ქართული მარშის წევრები "რუსთავი 2-ის" ოფისსა და ჟურნალისტებს თავს გუშინ დაესხნენ. აქტივისტებმა ტელეწამყვან გიორგი გაბუნიას და ტელეკომპანიის იურისტს, თამთა მურადაშვილს თავისუფლება ნახევარი საათის მანძილზე უკანონოდ აღუკვეთეს.

ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს სამაუწყებლო კომპანიის ჟურნალისტებს. ე.წ. ქართული მარში გიორგი გაბუნიას საკადრო ტექსტის შინაარსს აპროტესტებდა და აცხადებდა, რომ ჟურნალისტმა მათი რელიგიური გრძნობები შეურაცხყო

დღის ამბები