ელექტრონული აუქციონის დასრულებამდე დაახლოებით 3 საათი რჩება, რის შემდეგაც გაირკვევა, ვინ გახდება საყდრისში 16 ჰექტარი მიწის მფლობელი.
ოპოზიცია და საყდრისის კომიტეტი RMG GOLD-ის წინააღმდეგ ერთიანდება, შესაბამისად RMG GOLD აუქციონზე ექსკლუზიური უფლებით ვეღარ ისარგებლებს. ოპოზიციის წევრები დილიდან ეკონომიკის სამინისტროში იმყოფებიან და აუქციონის შედეგს ელოდებიან.
პოლიტიკური პლატფორმა „ახალი საქართველოს“ თავმჯდომარე მოუწოდებს ხელისუფლებას ტექნოლოგიურ მანიპულაციებს თავი დაანებონ, წინააღმდეგ შემთხვევაში ოპოზიცია მოითხოვს IT აუდიტს.
„ვაჭრობას მივყვებით ბოლომდე. ფონდი დავაფუძნეთ იმისათვის, რომ რა თანხაც იქნება საჭირო შესაგროვებლად შემდეგ უკვე ვისაც სურვილი ექნება შეუძლია ფინანსური მონაწილეობა მიიღოს ამ ყველაფერში,“-განაცხადა გიორგი ვაშაძემ.
ადგილზე იმყოფება „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ნიკა მელიაც. მისი თქმით ოპოზიცია გააკეთებს ყველაფერს იმისთვის, რომ 16 ჰექტარი მიწის ფართობი 15 000 ლარად არ გადაეცეს RMG GOLD-ს, რომლის უკან ივანიშვილი დგას.
"ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ეს 16 ჰექტარი 15 000 ლარად სახლში არ წაიღოს ივანიშვილმა. რომ დამატებით ასობით მილიონი დოლარი, ევრო თუ ლარი კიდევ არ იშოვოს ხალხის ჯანმრთელობის ხალხზე დმანისსა და ბოლნისში,“-განაცხადა ნიკა მელიამ.