23 აპრილი 2024,   19:17
ვრცლად
სირიაში სკოლის დაბომბვას 15 ბავშვი ემსხვერპლა

სირიაში სკოლის დაბომბვას 15 ბავშვი ემსხვერპლა. ავიაიერიში აღმოსავლეთ გუთას რეგიონში განხორციელდა.

მშვიდობიანი მოქალაქეები ქალაქ არბინში სკოლის შენობას აფარებდნენ თავს, როდესაც მას სამი ჭურვი მოხვდა. იერიშის დროს, ბავშვებთან ერთად, ორი ქალიც დაიღუპა, 50 ადამიანი კი დაშავდა.

გავრცელებული ცნობით, შეტევა რუსულმა ავიაციამ განახორციელა.

სირიის სამთავრობო ძალების მიერ ერთი თვის წინ დაწყებულ შეტევას აღმოსავლეთ გუთაში ათას 400-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა.

ალყაში მოქცეული რეგიონი ბოლო დღეების განმავლობაში 50 ათასამდე ადგილობრივმა დატოვა.

დღის ამბები