ნიკოლა სარკოზი პარიზის პოლიციის განყოფილებაში გამომძიებლების შეკითხვებს პასუხობს.
საფრანგეთის ყოფილი პრეზიდენტი დღეს დილით დააკავეს. საქმე ეხება 2007 წელს მისი საარჩევნო კამპანიის დაფინანსებაში გამოვლენილ დარღვევებს.
საგამოძიებო მასალების მიხედვით, ნიკოლა სარკოზის საარჩევნო აგიტაცია ლიბიის მაშინდელი ლიდერის, მუამარ კადაფის, მიერ უკანონოდ ფინანსდებოდა.
გამოძიება 2013 წელს დაიწყო, თუმცა, თავად ნიკოლა სარკოზი უკანონო თანხების მიღებას ყოველთვის უარყოფდა.
დღესვე დაკითხვაზე მისი უახლოესი გარემოცვის წევრიც დაიბარეს. ცოტა ხნის წინ კი ლონდონში ყოფილი პრეზიდენტის თანაშემწე დააკავეს.
ნიკოლა სარკოზი საფრანგეთს 2007-2012 წლებში მართავდა.