24 აპრილი 2024,   23:20
ვრცლად
ცხინვალში მოკლული არჩილ ტატუნაშვილი ოკუპირებული ახალგორიდან გადმოასვენეს

არჩილ ტატუნაშვილი ოკუპირებული ახალგორიდან გადმოასვენეს. არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობიდან 26 დღის შემდეგ ცხედარი საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზეა.

ოკუპირებული ცხინვალის ხელისუფლებამ არჩილ ტატუნაშვილის ცხედარი წითელი ჯვრის ორგანიზაციის წარმომადგენლების თანდასწრებით გადასცეს ქართულ მხარეს.

საოკუპაციო რეჟიმის განცხადებით, მათ წითელი ჯვრის წარმომადგენლებს, ექსპერტიზის დასკვნასთან ერთად, ქართველი ჯარისკაცის ცხედარი გადასცეს.

ერგნეთში ე.წ. საოკუპაციო ხაზთან არჩილ ტატუნაშვილის გადმოსვენებას მთავრობის წევრებთან ერთად ძალოვანი სტრუქტურების წარმომადგენლებიც დაესწრნენ. აქ ევროკავშირის სადამკვირვებლო ჯგუფების წარმომადგენლებიც იმყოფებოდნენ.

არჩილ ტატუნაშვილი მეგობრებთან ერთად ოკუპირებული ცხინვალის ტერიტორიაზე დააკავეს. ტატუნაშვილი ოკუპირებული ცხინვალის ციხეში მოკლეს, რის შემდეგაც ცხედარი ამ დრომდე არ გადმოსცეს ოჯახს.

დღის ამბები