24 აპრილი 2024,   14:50
ვრცლად
"აქ არ არის დასაფლავებულიო...გამიქრეს ჩემი ბებია და მამიდა"-კაკუშაძეები გაუჩინარებულ საფლავებს ეძებენ

კაკუშაძეების ოჯახი უკვე ერთი კვირაა, ორ მიცვალებულს ეძებს. გარდაცვლილი ნათესავების დაკარგვის ამბავი მას შემდეგ გაიგეს, რაც ოჯახის წევრი დაეღუპათ და დასაკრძალავად ქუთაისის საფიჩიხიას სასაფლაოს მიმართეს, სადაც წლებია საგვარეულო სასაფლაო ეგულებოდათ. დირექციაში გაიგეს, რომ მათ ეს ტერიტორია არ ეკლუთვნოდათ, შესაბამისად მიცვალებულს ვერ დაკრძალავდნენ.

საბუთების მოწესრიგებას დრო სჭირდებოდა, ამიტომ ცოტა ხნის წინ გარდაცვლილი ოჯახის წევრი კაკუშაძეებს ნათესავმა თავის საგვარეულო სასაფლაოზე დაასაფლავებინა. თუმცა მხოლოდ დროებით - მოგვიანებით სხვაგან გადასვენების პირობით.

კაკუშაძეებთან ერთად, მათ მიცვალებულებს მეზობლებიც ეძებენ. ამბობენ, რომ მოხუცი ქალბატონების დაკრძალვას თავად ესწრებოდნენ და ზუსტად ახსოვთ, რომ ორივე მიცვალებული სწორედ ამ სასაფლაოზე დაკრძალეს.

რა მოხდა და რაც მთავარია, სად არის ორი მიცვალებული არ იცის არც სასაფლაოს დირექტორმა. ამბობს რომ არქივში მონაცემებს ეძებენ. იმ შემთხვევაში თუ ოჯახმა მიცვალებულის დედის საფლავის ქვას მიაკვლია, ცხედარსაც იპოვიან. ბებიის მოძებნის იმედი კი საერთოდ არ აქვთ.

დღის ამბები