23 აპრილი 2024,   19:02
ვრცლად
ძალადობა ჟურნალისტების მიმართ მიუღებელია - ეუთოს წარმომადგენელი რუსთავი2-ზე თავდასხმას ეხმაურება

ეუთო-ს წარმომადგენელი მედიის თავისუფლების საკითხებში სოციალურ გვერდზე რუსთავი2-სა და მის ჟურნალისტებზე მომხდარ თავდასხმას ეხმაურება.

ჰარლემ დესირმა Twitter-ზე დაწერა, რომ ჟურნალისტებზე თავდასხმა მიუღებელია.

„ტელეკომპანია რუსთავი2-ის ჟურნალისტებს თავს დაესნენ საქართველოში საპროტესტო აქციის დროს. ძალადობა ჟურნალისტების მიმართ მიუღებელია. მოხარული ვარ, რომ გამოძიება დაიწყო. მოვუწოდებ ხელისუფლებას, რომ უზრუნველყოს ჟურნალისტების უსაფრთხოება,“ - წერს ეუთოს წარმომადგენელი, ჰარლემ დესირი.

ე.წ. ქართული მარშის წევრები რუსთავი2-ის ოფისსა და ჟურნალისტებს თავს გუშინ დაესხნენ. აქტივისტებმა ტელეწამყვან გიორგი გაბუნიას და ტელეკომპანიის იურისტს, თამთა მურადაშვილს, თავისუფლება ნახევარი საათის განმავლობაში უკანონოდ აღუკვეთეს.

ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს სამაუწყებლო კომპანიის ჟურნალისტებს. ე.წ.ქართული მარში გიორგი გაბუნიას საკადრო ტექსტის შინაარსს აპროტესტებდა და აცხადებდა, რომ ჟურნალისტმა მათი რელიგიური გრძნობები შეურაცხყო. 

ამავე თემაზე
დღის ამბები