23 აპრილი 2024,   19:38
ვრცლად
რუსთავი2 არის ძალიან სერიოზული საფრთხის წინაშე, განსაკუთრებით გიორგი გაბუნია - ნიკა გვარამია

რუსთავი2-ის გენერალური დირექტორი მიიჩნევს, რომ ის რეაგირება, რომელიც რუსთავი2-ზე და ჟურნალისტებზე თავდასხმას სამართალდამცავებისგან მოჰყვა, არასაკმარისია.

რუსთავი2 არის ძალიან სერიოზული საფრთხის წინაშე და პერსონალურად ყოველი ჩვენგანი, განსაკუთრებით გიორგი გაბუნია. ამას მთელი პასუხისმგებლობით ვამბობ და მე საქართველოს ხელისუფლებას უკვე ერთხელ ვუთხარი და ამ ეთერიდანაც ვეუბნები, რომ ჩემი  თანამშრომლის ნებისმიერ თმის ღერზე პასუხისმგებელია საქართველოს სახელმწიფო იმ დაუსჯელობის სინდრომით, რომლითაც ეს ბანდა დათარეშობს საქართველოში,“ - განაცხადა ნიკა გვარამიამ.

რუსთავი2-ის გენერალური დირექტორის შეფასებით სასაცილოა ის მუხლები, რომლითაც გამოძიება დაიწყო. 

„როდესაც ადამიანები ნახევარი საათის განმავლობაში იყვნენ თავისუფლებააღკვეთილები, მუქარის, შეურაცხყოფის, დამცირების და ფიზიკური ანგარიშსწორების მუქარის ქვეშ, ამ ვითარებაში სისხლის სამართლის საქმის აღძვრა მათი ცემის თუ ძალადობის მუხლით თუ ქონების დაზიანების მუხლით, ჯერჯერობით სირაქლემის პოზაში ყოფნაა,“ - განაცხადა ნიკა გვარამიამ. 

ამავე თემაზე
დღის ამბები