25 აპრილი 2024,   09:33
ვრცლად
მგონია, რომ არის რუსული პროპაგანდის ნაწილი - სულხან სალაძე რუსთავი2-ზე თავდასხმაზე

"ეს კამპანიურ ხასიათს ატარებს და მე მგონია, რომ ეს არ არის ამ ადამიანების მიერ მოფიქრებული გადაწყვეტილებები,“ - ეს განცხადება ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარემ, სულხან სალაძემ რუსთავი2-ზე განხორციელებული თავდასხმის შეფასებისას გააკეთა.

სულხან სალაძის თქმით, ამ პროცესში დიდი პასუხისმგებლობა ხელისუფლებას ეკისრება და აცხადებს, რომ პროცესი ღიად უნდა წარიმართოს.

საია გამოეხმაურა გუშინ ამ ფაქტს და სწორედ ჩვენი აქცენტი იყო იქით, რომ ძალიან მნიშვნელოვანია თავისუფლების უკანონო აღკვეთასთან დაკავშირებული მუხლი იყოს სერიოზულად ამ გამოძიების პროცესში განხილული ისევე, როგორც მეორე საკითხი, რომელიც ეხება ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელის შეშლას,“ - განაცხადა სულხან სალაძემ.

სულხან სალაძის თქმით, გამოძიებამ ამ ორ მუხლს დიდი ყურადღება უნდა მიაქციოს.

სულხან სალაძის თქმით, ე.წ. "ქართული მარშის" წარმომადგენლების მიერ ჩადენილ დანაშაულებებზე სათანადო რეაგირება არ მოჰყოლია.

რუსთავი2 არ იყო ერთადერთი ამ ქვეყანაში, ვისაც ამ ტიპის შეტყობინებას უგზავნიდნენ ეს ადამიანები. ორშაბათს დილით მეც დამხვდა ფოსტა და შეტყობინება, სადაც გვეუბნებოდნენ, რომ დაგმეთ რუსთავი2-ო. დღეს ვნახე MANIFEST.GE-ზე პეტიცია, რომ დაიხუროს რუსთავი2. ეს კამპანიურ ხასიათს ატარებს და მე მგონია, რომ ეს არ არის ამ ადამიანების მიერ მოფიქრებული გადაწყვეტილებები. ეს, მათ შორის, მგონია, რომ არის რუსული პროპაგანდის ნაწილიც,“ - განაცხადა სალაძემ. 

დღის ამბები