24 აპრილი 2024,   03:08
ვრცლად
რუსთავი2-ის სიუჟეტი, თავისი უტიფრობით, სარკაზმითა და ცინიზმით საზოგადოებისთვის ღია გამოწვევად იქცა - საპატრიარქო განცახდებას ავრცელებს

„სამწუხაროდ, ბოლო დროს კიდევ უფრო გაძლიერდა მორწმუნე საზოგადოების გრძნობების შეურაცხყოფისა და ღვთის გმობის გამოვლინებები. სახეზეა არაერთი შემთხვევა, თუმცა, კომპანია აიისას და მისი დირექტორის უზნეო თავგასულობა და რუსთავი2-ის  ა.წ.  18 მარტის სიუჟეტი, თავისი უტიფრობით, სარკაზმითა და ცინიზმით  საზოგადოებისთვის ღია გამოწვევად იქცა,“ - ეს განცხადება საქართველოს საპატრიარქომ რუსთავი2-ზე განხორციელებული ძალადობის შეფასებისას გააკეთა.

საპატრიარქოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ ე.წ. ქართული მარშის მიერ გამოხატულ ძალადობრივ ქმედებებს არ მიესალმებიან.

„სამწუხაროდ, ბოლო დროს კიდევ უფრო გაძლიერდა მორწმუნე საზოგადოების გრძნობების შეურაცხყოფისა და ღვთის გმობის გამოვლინებები. სახეზეა არაერთი შემთხვევა, თუმცა, კომპანია აიისას და მისი დირექტორის უზნეო თავგასულობა და რუსთავი2-ის  ა.წ. 18 მარტის სიუჟეტი, თავისი უტიფრობით, სარკაზმითა და ცინიზმით საზოგადოებისთვის ღია გამოწვევად იქცა.

"ამას შედეგად მოყვა ცალკეული მოქალაქეების, ქართული მარშის და ზოგიერთი სასულიერო პირის მკვეთრი  რეაგირება.

"ჩვენ მხარს ვერ დავუჭერთ ძალადობრივ ქმედებებს. ამასთან, მკვეთრ რეაგირებას ვითხოვთ ხელისუფლებისაგან, რომ მორწმუნეთ (იქნება ეს ქრისტიანი, მუსლიმი, იუდეველი თუ სხვა) უსამართლობისა და დაუცველობის განცდა მოეხსნათ.

"გამოხატვის თავისუფლება წარმოადგენს ფასეულობას, რომელიც დემოკრატიული საზოგადოების განვითარებისა და ადამიანის უფლებების დაცვის ერთ-ერთი მთავარი გარანტიაა, მაგრამ ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ ამ უფლებით სარგებლობა განუყოფლადაა  დაკავშირებული პასუხისმგებლობასთან და სხვისი უფლებებისა და თავისუფლების დაცვასთან.

"ამიტომაც მივმართავთ მორწმუნეთ, ახალგაზრდებს, ინტელიგენციას, არასამთავრობო სექტორს, სახალხო დამცველს და საერთოდ ყველას, ძალისხმევა მივმართოთ იქითკენ, რომ სახელმწიფომ დროულად უზრუნველყოს რელიგიური გრძნობების სათანადოდ დაცვა, რითაც დაიცავს  ქვეყანის  სტაბილურობის  ერთ-ერთ მთავარ ფაქტორს,“ - აღნიშნულია საპატრიარქოს მიერ გავცელებულ განცხადებაში.

დღის ამბები