19 აპრილი 2024,   02:22
ვრცლად
თეოლოგი ბექა მინდიაშვილი მიიჩნევს, რომ გიორგი გაბუნია სწორად მოიქცა, როდესაც ბოდიში არ მოიხადა

თეოლოგი ბექა მინდიაშვილი მიიჩნევს, რომ გიორგი გაბუნია სწორად მოიქცა, როდესაც ბოდიში არ მოიხადა.

მისი შეფასებით, გიორგი გაბუნიას არაფერი შეურაცხმყოფელი არ უთქვამს.  მისი თქმით, მკრეხელობა და ღვთის გმობა იყო ის, რაც ჩაიდინეს ე.წ. ქართული მარშის წევრებმა.

„ღვთის გმობა, მკრეხელობა, რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფა, უპირველეს ყოვლისა, ქრისტიანულ ენაზე ნიშნავს ძალადობას ადამიანის თავისუფლებაზე, ძალადობას ადამიანზე, გინებას. ეს არის პირველი შეურაცხყოფა ღვთის მიერ გაჩენილი ადამიანისა და პირდაპირ შეურაცხყოფა ყველაზე დიდი სიწმინდისა, რომელიც შექმნა ღმერთმა. ეკლესიაში ითვლება,  რომ დედის გინება არის შეურაცხყოფა ღვთისმშობლისა,“ - განაცხადა ბექა მინდიაშვილმა. 

მისი თქმით, ე.წ. ქართული მარში დაქირავებული ექსტრემალური დაჯგუფებაა და ხელისუფლების წარმომადგენლების განცხადებებიდან გამოჩნდა, რომ ამ დაჯგუფებას ღიად უჭერს მხარს.

თეოლოგი გამოეხმაურა ასევე საპატრიარქოს განცხადებას და მწუხარება გამოთქვა იმასთან დაკავშირებით, რომ საპატრიარქომ არ დაგმო ძალადობა. 

ამავე თემაზე
დღის ამბები