18 აპრილი 2024,   20:25
ვრცლად
მოვიდნენ ეს ადამიანები იმ განცდით, რომ ისინი არ იქნებოდნენ დასჯილი - თამთა მურადაშვილი

„მოვიდნენ  ეს ადამიანები იმ განცდით, რომ ისინი არ იქნებოდნენ დასჯილი,“ - ამის შესახებ განცხადება რუსთავი2-ის იურისტმა, თამთა მურადაშვილმა, გააკეთა.

სწორედ მის მანქანაში იჯდა გიორგი გაბუნია მაშინ, როდესაც ე.წ. ქართული მარშის წევრებმა ალყა შემოარტყა მის მანქანას.

თამთა მურადაშვილი ამბობს, რომ ეს ადამიანები მოვიდნენ შეიარაღებული კამერებით და მათ კარგად იცოდნენ, რომ მიმდებარე ტერიტორიაზეც დამონტაჯებული იყო სათვალთვალო კამერები, თუმცა, მიუხედავად ამისა, ამას ხელი არ შეუძლია იმისთვის, რომ განეხორციელებინათ ძალადობა.

იურისტი ამბობს, რომ მას და გიორგი გაბუნიას უკანონოდ აღუკვეთეს თავისუფლება და ეს ადამიანები უნდა დაისაჯონ სათანადოდ. გარდა ამისა, დაზიანებულია თამთა მურადაშვილის ავტომანქანაც. 

დღის ამბები