24 აპრილი 2024,   09:29
ვრცლად
"რუსთავი 2"-ის თანამშრომლებზე თავდასხმაში მონაწილე ლადო სადღობელაშვილი და მისი 4 თანაგუნდელი დაკავებულია

"რუსთავი 2"-ის თანამშრომლებზე თავდასხმაში მონაწილე "ქართული მარშის" 5 პირი დაკავებულია. ლადო სადღობელაშვილსა და მის თანაგუნდელებს 5 წლით თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ. ისინი გვიან ღამით მოწმის სტატუსით საგამოძიებო უწყებაში დაკითხვაზე დაიბარეს და მოგვიანებით დააკავეს. გამოძიება დაკავებულებს წინასწარ შეთანხმებულ ჯგუფურ ხულიგნობას ედავება. მათ, სავარაუდოდ, ბრალს დღეს წარუდგენენ.

ინცინდეტის დღეს სამართალდამცველებმა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით 6 პირი აიყვანეს - მათ შორის იყო ლადო სადღობელაშვილიც. ისინი ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს. მოგვიანებით კი "ქართული მარშის" წევრების წინააღმდეგ საქმე უკვე სისხლის სამართლის კოდექსის 239-ე მუხლის საფუძველზე აღიძრა.

დღის ამბები