26 აპრილი 2024,   00:54
ვრცლად
13 წლის მურმან ფუტკარაძეს შუახევში მდინარეში მთელი ღამე უშედეგოდ ეძებდნენ

სამძებრო სამუშაოები შუახევში თითქმის მთელი ღამე გაგრძელდა - მაშველები და ადგილორივი მოსახლოება სოფელ შუბანში მდინარეში ჩავარდნილ მოზარდს ეძებენ. თითმხილველების თქმით, 13 წლის მურმან ფუტკარაძეს ბურთი მდინარეში გადაუვარდა და მის ამოსაღებად მდინარეში შევიდა და ის წყალმა წაიღო. მოზარდის ძებნაში ბრიგადები სხვადსახვა მუნიციპალიტეტიდან არიან ჩართული. ბავშვს ძირითადად მდინარის გასწვრივ ეძებენ. პროცესი დილიდან კვლავ განახლდება.

დღის ამბები