20 აპრილი 2024,   15:11
ვრცლად
რინგო სტარს რაინდის წოდება მიანიჭეს

რინგო სტარს რაინდის წოდება მიანიჭეს. The Beatles-ის ყოფილი დრამერის დაჯილდოების ცერემონია ბუკინგემის სასახლეში გაიმართა. მუსიკის სფეროში მოღვაწეობისთვის 77 წლის მუსიკოსს მედალი კემბრიჯის ჰერცოგმა უილიამმა გადასცა.

ცერემონიის დროს რინგო სტარს თან ახლდა მეუღლეც. ბუკინგემის სასახლის დატოვების შემდეგ კი ის ჟურნალისტებს გაეხუმრა, რომ მათგან წოდებით მიმართვის მოლოდინი აქვს.

რინგო სტარი The Beatles-ს 1962 წელს შეუერთდა, ჯგუფის დაშლის შემდეგ კი სოლოკარიერა განაგრძო.

დღის ამბები