25 აპრილი 2024,   08:38
ვრცლად
"უმძიმესი ტრაგედიაა ჩვენი ქვეყნისთვის" - ძიუდოს ეროვნული ნაკრების წევრებმა ტატუნაშვილის ოჯახს მიუსამძიმრეს

"უმძიმესი ტრაგედიაა მთლიანად ჩვენი ქვეყნისთვის“,- ეს განცხადება ძიუდოს ეროვნული ნაკრების კაპიტანმა, ვარლამ ლიპარტელიანმა არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობასთან დაკავშირებით გააკეთა.

სოფელ წილკანში, სადაც ცხინვალის ციხეში მოკლული ქართველი სამხედროს ცხედარია დასვენებული, ძიუდოს ეროვნული ნაკრების წევრები იმყოფებოდნენ. მათ ტატუნაშვილის ოჯახს მიუსამძიმრეს.

„ჩვენი მხრიდან მინიმალური რაც შეიძლება გააკეთოს ადამიანმა,  მოვედით და ოჯახს მივუსამძიმრეთ. ვიზიარებთ ამ დიდ ტკივილს და ვიმედოვნებთ, რომ ჩვენი ქვეყნისთვის ბოლო და უკანასკნელი იყოს ასეთი შემთხვევა“,- განაცხადა ძიუდოისტმა, ვარლამ ლიპარტელიანმა.

ამავე თემაზე
დღის ამბები