21 ოქტომბერი 2018,   04:31
ვრცლად
საქართველოს პრეზიდენტი, პრემიერი და პარლამენტის თავმჯდომარე მუსლიმ მრევლს ნოვრუზ ბაირამის დღესასწაულს ულოცავენ 

მუსლიმი მოსახლეობა ნოვრუზ ბაირამს აღნიშნავს. დღესასწაულს საქართველოს პრეზიდენტი მოსახლეობას facebook-ის გვერდზე ულოცავს.

"გილოცავთ გაზაფხულის, ახლის დაბადების, იმედისა და სიყვარულის ზეიმს.
დღეს მე არ ვარ თქვენთან ერთად, მაგრამ თქვენს გვერდით ვდგავარ, თუმცა დღევანდელ ზეიმს თან ახლავს მწუხარება ჩვენი თანამემამულის არჩილ ტატუნაშვილის დაღუპვის გამო, რომლის ნეშტიც გუშინ გადმოასვენეს," - ნათქვამია პრეზიდენტის განცხადებაში. 

მუსლიმებს ნოვრუზ ბაირამს ულოცავენ საქართველოს პრემიერ მინისტრიც და პარლამენტის თავმჯდომარეც. 

დღის ამბები