18 ივლისი 2018,   22:28
ვრცლად
კომპანია "აიისა", რომელსაც საპატრიარქო რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფაში ადანაშაულებს, შოკოლადის არომატიან პრეზერვატივებს აწარმოებს 

საქართველოს საპატრიარქო ხელისუფლებას მიმართავს, რომ სახელმწიფომ დროულად უზრუნველყოს რელიგიური გრძნობების სათანადოდ დაცვა. საპატრიარქოში მიაჩნიათ, რომ მორწმუნეებში უსამართლობისა და დაუცველობის განცდაა და ამ პრობლემის დაძლევაში ხელისუფლება უნდა ჩაერთოს.

საპატრიარქოს წერილის პირველმა წინადადებამ საზოგადოებაში დაბნეულობა გამოიწვია, სადაც უზნეო თავგასულობად არის შეფასებული კომპანია „აიისას“ საქმიანობა.

საპატრიარქოს განცხადების შემდეგ „კურიერი“ ამ კომპანიით დაინტერესდა. „აიისა“, რომლის პროდუქციის გმობითაც საპატრიარქოს განცხადება იწყება, აწარმოებს და ყიდის პრეზერვატივებს შოკოლადის არომატით.  

აიისას“ დამფუძნებელი ანანია გაჩეჩილაძეა, ამბობს, რომ საქმიანობა საკუთარი დანაზოგით დაიწყო, მარკეტინგული გათვლა და სტიკერები, რომელიც პრეზერვატივზეა დატანილი, არავის რელიგიურ გრძნობებს არ შეურაცხყოფს.

საპატრიარქოს განცხადებაში ღვთის გმობის მაგალითებში კომპანია „აიისას“ პრეზერვატივების სტიკერების შემდეგ, მაგალითად მოყვანილია „რუსთავი 2-ზე“ გადაცემა „პოსტსკრიპტუმში“ წამყვანის, გიორგი გაბუნიას ტექსტი, რომლითაც მან სიუჟეტი წარადგინა.  

სამოქალაქო სექტორის ნაწილს მიაჩნია, რომ საპატრიარქოს პოზიციაში - ძალადობისკენ მოწოდების ნიშნები იკითხება.

დღის ამბები