20 აპრილი 2024,   07:25
ვრცლად
"გადაწყვეტილება, რომელიც აბსოლუტურად შეესაბამება ჩვენი ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს,"- იზორია ტატუნაშვილზე მიღებულ რეზოლუციას აფასებს

არჩილ ტატუნაშვილის შესახებ პარლამენტის მიერ მიღებულ რეზოლუციას თავდაცვის მინისტრი აფასებს. ლევან იზორიას თქმით, პარლამენტმა მიიღო გადაწყვეტილება, რომელიც საქართველოს ეროვნულ ინტერესებს შეესაბამება.

"გადაწყვეტილება, რომელიც აბსოლუტურად შეესაბამება ჩვენი ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს არის ჩვენი პოლიტიკური გუნდის მკაფიო გამოხატულება, ასევე ისეთ საკითხებთან,რომელიც უკავშირდება ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარების პრინციპულ პოლიტიკას და მათ დეოპოკუპაციას. უკავშირდება ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოების და მათი უფლებების ურყევ დაცვას,"-აცხადებს იზორია. 

დოკუმენტს სრულ მხარდაჭერას უცხადებს ვიცე-პრემიერი დიმიტრი ქუმსიშვილიც.

"მინდა გამოვხატო სრული მხარდაჭერა პარლამენტის მიერ, რომელიც არის აბსოლუტურად დროული და ქმედითი,"-დიმიტრი ქუმსიშვილი.

 საკანონმდებლო  ორგანომ არჩილ ტატუნაშვილთან დაკავშირებული რეზოლუციის პროექტი გუშინ დაამტკიცა.

 

დღის ამბები