25 აპრილი 2024,   14:50
ვრცლად
6 დაშავებული და ერთი დაღუპული - ავარია სოფელ შავშვებთან

საფეხბურთო კლუბ ფოთის „კოლხეთის" ექვსი ფეხბურთელი დაშავდა ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, ავტომანქანის მძღოლი კი დაიღუპა. შემთხვევა თბილისი-სენაკი-ლესელიძის ავტომაგისტრალზე, სოფელ შავშვებთან მოხდა. ავტომანქანა, რომლითაც ფეხბურთელები მგზავრობდნენ, ბორდიურს შეეჯახა. დაშვებულდებიდან ამ დრომდე ორი სამედიცინო დაწესებულებაში რჩება.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეხუთე ნაწილით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც გამოიწვია ადამიანის სიცოცხლის მოსპობა.

დღის ამბები