20 აპრილი 2024,   16:44
ვრცლად
აშშ უამინდობას ებრძვის, გადადებულია ავიარეისები

ამერიკის შეერთებული შტატების აღმოსავლეთ სანაპიროს ძლიერი შტორმი დაატყდა.

დიდთოვლობის გამო შეზღუდულია სატრანსპორტო მიმოსვლა ნიუ-იორკში. შეფერხებით მუშაობენ ადგილობრივი აეროპორტები, სადაც 4 ათასამდე რეისი გადაიდო.

უამინდობის გამო რამდენიმე შტატში სასწავლო პროცესის შეწყვეტის გადაწყვეტილებაც მიიღეს.

სინოპტიკოსების პროგნოზით, ძლიერი შტორმი ამერიკის აღმოსავლეთ რეგიონებში რამდენიმე დღის განმავლობაში გაგრძელდება.

დღის ამბები