25 აპრილი 2024,   05:08
ვრცლად
„კანდიდატს მოეთხოვება კვალიფიკაცია, პროკურატურის უწყებაში მუშაობის გამოცდილება და შესაბამისი სტაჟი“ – საპროკურორო საბჭო ორ ახალ წევრს აირჩევს

საპროკურორო საბჭო დღეს ორ ახალ წევრს აირჩევს. პროცესში 500-ზე მეტი პროკურორი მონაწილეობს.

ვაკანსია საბჭოში მას შემდეგ გაჩნდა, რაც მის ორ წევრს, ნათია სონღულაშვილსა და გიორგი გაბოძეს უფლებამოსილება ვადაზე ადრე შეუწყდათ.

ნათია სონღულაშვილი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პროკურორად დაინიშნა, ხოლო გიორგი გაბოძე შს სამინისტროს გენერალურ ინსპექციაში გადავიდა.

„კანდიდატს მოეთხოვება კვალიფიკაცია, პროკურატურის უწყებაში მუშაობის გამოცდილება და შესაბამისი სტაჟი. ასევე პროკურატურის უწყების მნიშვნელოვან საკითხებში ჩახედულება და მისი ცოდნა.

ჩემს გარდა აღნიშნულ საბჭოს წევრობის კანდიდატად დასახელებული არიან სხვა კანდიდატები. მინდა განვმარტო რომ ყველა მათგანი არის ღირსეული კანდიდატი,“- აცხადებს პროკურორი ნანა ხუნჯუა.

 

დღის ამბები