18 აპრილი 2024,   18:10
ვრცლად
სამართალდამცველებმა მითხრეს, ლეპტოპი მანქანაში რომ ჩატოვე, ამიტომ გატხეს მანქანაო - დაზარალებული

დიდი დიღმის მასივში ავტომობილი გაძარცვეს. ღამით პარკირებაზე დატოვებულ მანქანას ჯერჯერობით დაუდგენელმა პირებმა საბურავები მოხსნეს.

როგორც ადგილობრივები აცხადებენ, ბოლო სამი თვის განმავლობაში ასეთი ფაქტი აქ უკვე მეორედ მოხდა, თუმცა პირველი შემთხვევის შემდეგ დღემდე პასუხისგებაში არავინ მიუციათ.

ეზო, სადაც კრიმინალური შემთხვევა მოხდა, დაცულია, თუმცა უშუალოდ ავტომობილს უსაფრთხოების კამერები არ უყურებდნენ.

ადგილზე ამ დროისათვის ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ.

„დამხვდა ბეტონის ფილებზე დასმული მანქანა და ოთხივე საბურავი თავისი დისკებით არის მოპარული. ეს არის მეორე შემთხვევა. გატეხეს შუშა და მოიპარეს ლეპტოპი. სამართალდამცავები რომ მოვიდნენ შემთხვევის ადგილზე, მითხრეს, რომ ჩატოვე ლეპტოპი მანქანაში, სწორედ ამიტომ მოხდა მანქანის გატეხვა და არ იცი, როგორ საქართველოში ცხოვრობ შენ, სად ხარ, არ იცი. დღეს კიდევ ერთხელ მივხვდი, როგორ საქართველოში ვცხოვრობ“,- განაცხადა დაზარალებულმა, რიტა პროკოპენკომ.

დღის ამბები