18 აპრილი 2024,   23:20
ვრცლად
დონალდ ტუსკმა ვლადიმერ პუტინს არჩევნებში გამარჯვება არ მიულოცა

ევროპული საბჭოს პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინისთვის არჩევნებში გამარჯვება არ მიულოცავს. დონალდ ტუსკმა მიზეზად რუსი აგენტის მოწამვლის ფაქტი დაასახელა, რომლის ორგანიზებაშიც დიდი ბრიტანეთი რუსეთს ადანაშაულებს. ევროპული საბჭოს პრეზიდენტის თქმით, ორმაგ აგენტზე თავდასხმის შემდეგ მას, ვლადიმერ პუტინის პოსტზე ხელახლა დანიშვნის გამო, საზეიმო განწყობა არ აქვს. ვაშინგტონში კვლავ განხილვის თემად რჩება დონალდ ტრამპის გადაწყვეტილება, რომელმაც მრჩევლების რეკომენდაციის მიუხედავად რუსეთის ლიდერს არჩევნებში გამარჯვება მაინც მიულოცა. ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს ყოფილი ხელმძღვანელი აცხადებს, რომ რუსებს სავარაუდოდ პრეზიდენტზე კომპრომატი აქვთ და ტრამპმა პუტინს ამიტომ მიულოცა. 

დღის ამბები