20 აპრილი 2024,   08:40
ვრცლად
ჩხუბი და არეულობა კოსოვოს პარლამენტში-ოპოზიციამ დარბაზში ცრემლსადენი გაზი გაუშვა

ჩხუბი და არეულობა კოსოვოს პარლამენტში. ოპოზიციამ სადავო კანონპროექტის ჩაგდების მიზნით ჯერ ტრიბუნის ბლოკირება მოახდინა, შემდგომ კი სხდომათა დარბაზში ცრემლსადენი გაზი გაუშვა. ვითარება მას შემდეგ დაიძაბა, რაც ოპოზიციის პროტესტის მიუხედავად დეპუტატებმა კენჭისყრაზე დააყენეს მონტენეგროსთან 2015 წელს გაფორმებული სასაზღვრო შეთანხმება. დოკუმენტის რატიფიცირება ბოლო ნაბიჯია იმისთვის, რომ კოსოვომ ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლა მიიღოს. ოპოზიცია ამტკიცებს, რომ სასაზღვრო შეთანხმებით მონტენეგრო ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობას ხელყოფს და 8 ათას ჰექტარ მიწას ითვისებს. ოპოზიციამ ერთ დღეში 4-ჯერ სცადა კენჭისყრის ჩაშლა, თუმცა არეულობის მიუხედავად, მმართველმა გუნდმა დოკუმენტის რატიფიცირება დღის ბოლოს მაინც შეძლო. 

დღის ამბები