25 აპრილი 2024,   19:57
ვრცლად
ევროკავშირის ლიდერები აგენტის მოწამვლის საქმეზე რუსეთის მიმართ კოორდინირებულ პასუხზე იმსჯელებენ

ევროკავშირის ლიდერები აგენტის მოწამვლის საქმეზე რუსეთის მიმართ კოორდინირებულ პასუხზე იმსჯელებენ. ბრიუსელში ორგანიზაციის წევრი ქვეყნების სახელმწიფო მეთაურები ორ დღიან სამიტზე იკრიბებიან.

საფრანგეთის პრეზიდენტის განცხადებით, სოლსბერის თავდასხმა უპასუხოდ ვერ დარჩება და კოლეგების მხრიდან კოორდინირებულ რეაგირებას ელის.

სამიტს დაესწრება ბრიტანეთის პრემიერმინისტრიც.

გავრცელებული ცნობით, ტერეზა მეი შეეცდება ევროკავშირის ლიდერები რუსი ელჩების გაძევებაზე დაითანხმოს.

დღის ამბები