25 აპრილი 2024,   12:43
ვრცლად
შეხვედრა სალხინოში - უგულავამ ფაროსანასთან ბრძოლისათვის სწრაფი მოქმედების აუცილებლობაზე ისაუბრა

ფაროსანას მიერ განადგურებული მოსავალი, სოფლის გზები და სასმელი წყლის პრობლემა, ვანის რაიონის სოფელ სალხინოს მოსახლეობა პრობლემებზე ევროპული საქართველოს მაჟორიტარობის კანდიდათან საუბრობს.

გიგი უგულავამ ფაროსანასთან ბრძოლისათვის სწრაფი მოქმედების აუცილებლობაზე ისაუბრა.

„თუ ამ პრობლემას მთავრობა არ მოექცა ყურადღებით, თუ ისევ ისე იძახეს, რომ ეს არის ჩვეულებრივი მწერი, რომელიც 3-4 წელიწადში თავისით გაიწოვება ბუნებაში. 3-4 წელი ადამიანებმა უნდა მიატანონ. ხალხი გაღარიბდა და მთავრობა ამბობს, რომ ეს ჩვეულებრივი ამბავია“-ამბობს უგულავა.

დღის ამბები