20 აპრილი 2024,   04:45
ვრცლად
არჩილ ტატუნაშვილის ოჯახს კლუბმა „დინამომ“ მიუსამძიმრა

არჩილ ტატუნაშვილის ოჯახს კლუბმა „დინამომ“ მიუსამძიმრა. ვეტერანი და ახალგაზრდა ფეხბურთელები სოფელ წილკანში ჩავიდნენ.

ოკუპირებული ცხინვალის ციხეში მოკლული არჩილ ტატუნაშვილის სახლთან ხალხის ნაკადი არ წყდება. ქართველი ჯარისკაცის ოჯახს სამძიმარს უამრავი ადამიანი უცხადებს. 

სახლთან, სადაც ჯარისკაცის ცხედარია დასვენებული, ეროვნული გვარდიის საპატიო ყარაული დგას და აღმართულია საქართველოს ეროვნული დროშა.

არჩილ ტატუნაშვილს შაბათს სამხედრო პატივით დაკრძალავენ.

 

ამავე თემაზე
დღის ამბები