19 აპრილი 2024,   18:35
ვრცლად
ქართული მხარე ირიბად აღიარებს მათ დამოუკიდებლობას - ნინო კალანდაძე რუსეთთან საერთო დეკლარაციის შემუშავებაზე საუბრობს

„რუსეთის ინტერესი ყოველთვის იყო, რომ ის, რაც გააფორმა ჟენევამ, რომ მხარედ და აგრესორად აღიარა რუსეთი, ამის შეცვლა მოეხდინა, ამას ცდილობს რუსეთი წლებია,“ - ეს განცხადება "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” პოლიტიკური საბჭოს წევრმა, ნინო კალანდაძემ გრიგორი კარასინის განცხადებასთან  დაკავშირებით გააკეთა.

რუსული მხარე აცხადებს, რომ მზადდება ძალის გამოუყენებლობის შესახებ საერთო დეკლარაცია, რომელზეც ხელი უნდა მოაწერონ რუსეთმა, საქართველომ, აფხაზმა და ოსმა სეპარატისტებმა და მოლაპარაკებებში ჩართულმა სხვა მხარეებმა.

ნინო კალანდაძის თქმით, კარასინი-აბაშიძის ფორმატიც რუსეთის მხრიდან სწორედ იმ მიზანს ემსახურება, რომ რუსეთი ოკუპანტად არ წარმოჩინდეს.

„ძალის გამოუყენებლობის შესახებ შეთანხმებას ან თუნდაც, ვერბალურ დეკლარაციას, განაცხადებს საოკუპაციო რეჟიმების წარმომადგენელი და არა რუსეთის ფედერაციის წარმომადგენელი, ნიშნავს იმას, რომ ქართული მხარის თანხმობით, ქართული მხარე აღიარებს და სუბიექტის სტატუსს ანიჭებს საოკუპაციო რეჟიმების წარმომადგენლებს და შესაბამისად, ირიბად აღიარებს მათ დამოუკიდებლობას,“ - განაცხადა კალანდაძემ. 

დღის ამბები