მოკლული ბიზნესმენის, ნუგზარ კახიძის საქმიანობასთან დაკავშირებით, ყოფილი ძალოვანი, რომან გვენცაძე და „ქათული ოცნების“ დეპუტატი, დავით ჭიჭინაძე სახელდებიან. ჭიჭინაძის განცხადებით, 4 წლის წინ მათ ერთობლივი ფირმა დააფუძნეს, თუმცა მას არ უმუშავია.
მმართველი გუნდის წევრი ამბობს, რომ ნუგზარ კახიძეს პირადად ახლოს არ იცნობდა და სულ 3-ჯერ ჰყავდა ნანახი.
„რა ბიზნესპარტნიორი იყო. სამჯერ მყავს კაცი ცხოვრებაში ნანახი. სახეზე ვერც ვიცნო, შეიძლება. რომან გვენცაძის ნათესავი იყო. გვენცაძეებს ჰკითხეთ, იმათ მოიყვანეს, არ ვიცი, მათი ნათესავი იყო,“- განაცხადა დავით ჭიჭინაძემ „რუსთავი 2"-თან სატელეფონო ინტერვიუს დროს.
ბიზნესმენი ნუგზარ კახიძე თბილისში, ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილზე, საკუთარ სახლში, გუშინ მოკლეს. მას სავარაუდოდ, 30 წლამდე მამაკაცმა ესროლა.
ავტორი: ნინო გაზდელიანი.