23 აპრილი 2024,   15:47
ვრცლად
ბრიტანეთის საფეხბურთო ნაკრების დელეგაცია რუსეთში შეფმზარეულებთან ერთად ჩავა და პროდუქტსაც წაიღებს

ყოფილი რუსი აგენტის მოწამვლის შემდეგ ბრიტანეთი საფეხბურთო ნაკრების უსაფრთხოებაზე განსაკუთრებულ ზრუნვას იწყებს. დელეგაცია რუსეთში შეფმზარეულებთან ერთად ჩავა და პროდუქტსაც გაიყოლებს.

სარისკო ზონაში ხვდება რუსული ხორცი, თევზეული, ხილ-ბისტნეული, ბრინჯი, რძე და წყალი. მათ ანალიზს სპეციალისტები განსაკუთრებულ ყურადღებას დაუთმობენ.

ინგლისის საფეხბურთო ასოციაციაში აცხადებენ, რომ მთავარი მიზანია, ფეხბურთელებს თამაშების წინ ჯანმრთელობის პრობლემა არ შეექმნათ.

მსოფლიო ჩემპიონატი 14 ივნისიდან 15 ივლისამდე რუსეთის 11 ქალაქში ჩატარდება.

დღის ამბები