25 აპრილი 2024,   06:17
ვრცლად
სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო პოლიციის ხელმძღვანელი შეიცვალა

სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო პოლიციის ხელმძღვანელი შეიცვალა.

როგორც "რუსთავი2"-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გურამ ზესაშვილი ამჟამად აღარ იკავებს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის თანამდებობას.

უწყების ცნობით, იგი, შინაგან საქმეთა სამინისტროში მიმდინარე როტაციის ფარგლებში, უწყებაში სხვა თანამდებობაზე დაინიშნება.

 

დღის ამბები