19 დეკემბერი 2018,   08:37
ვრცლად
8 წლით თავისუფლების აღკვეთა 2 გრამი ნარკოტიკული საშუალება MDMA​-ის ფლობისთვის - სამოქალაქო სექტორი მამუკა ბერძენიშვილის საქმეზე საუბრობს 

„მამუკა ბერძენიშვილი კიდევ ერთი მსხვერპლია მოქმედი ნარკოპოლიტიკის, რომლის ცხოვრების გაუბედურებაც არის მოქმედი პოლიტიკური გუნდის პასუხისმგებლობა“- ეს განცხადება, არასამთავრობო ორგანიზაცია ”თეთრი ხმაურის მოძრაობის” წევრმა ბექა წიქარიშვილმა გააკეთა.

არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები არსებული ნარკოპოლიტიკის უსამართლობასა და მისი შეცვლის აუცილებლობაზე კიდევ ერთხელ საუბრობენ. მათ მაგალითად ბერძენიშვილის საქმე მოჰყავთ, რომელსაც თბილისის საქალაქო სასამართლომ ორი დღის წინ, 2 გრამი ნარკოტიკული საშუალება MDMA​-ის ფლობისთვის, 8 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

მამუკა ბერძენიშვილს სამოქალაქო სექტორში ძალადობრივი ნარკოპოლიტიკის მსხვერპლად მიიჩნევენ და საპროტესტო აქციების არ გამორიცხავენ.

„კიდევ ერთი მსხვერპლია მოქმედი ნარკოპოლიტიკის, რომლის ცხოვრების გაუბედურებაც არის მოქმედი პოლიტიკური გუნდის პასუხისმგებლობა. რა თქვა უნდა მამუკას შემთხვევა, ისევე როგორც ძალიან ბევრი ადამიანის შემთხვევა არ არის გასატარებელი ამბავი და საზოგადოება კიდევ უფრო აქტიური უნდა გახდეს ალბათ. ჩვენ, მათ შორის მათი მეგობრების მხარდაჭერით კამპანიურ ხასიათს მივცემთ მამუკას საქმეს და შევეცდებით ადვოკატირებით კიდევ ერთხელ მივაწვდინოთ ხმა ხელისუფლებას, საზოგადოებას, რომ ეს უნდა შეიცვალოს,“-აცხადებს არასამთავრობო ორგანიზაცია ”თეთრი ხმაურის მოძრაობის” წევრი ბექა წიქარიშვილი.

დღის ამბები