20 აპრილი 2024,   02:34
ვრცლად
თავდასხმა "რუსთავი2"-ზე - სასამართლო დაკავებულთა აღკვეთის ღონისძიებაზე იმსჯელებს 

ე.წ. "ქართული მარშის" დაკავებული წევრების აღმკვეთი ღონისძიების საკითხს სასამართლო დღეს გადაწყვეტს.

ორგანიზაციის ხუთ წევრს  "რუსთავი 2"-ის თანამშრომლებზე განხორციელებულ თავდასხმაში ადანაშაულებენ. ხუთივე მათგანის წინააღმდეგ სისხლის სამართლის სამი მუხლით მიმდინარეობს - საუბარია ძალადობაზე, სხვისი ნივთის განზრახ დაზიანებასა და წინასწარ შეთანხმებით ჯგუფურ ხულიგნობაზე. ყველა მათგანი პატიმრობას ითვალისწინებს.

დაკავებულთა ადვოკატის მტკიცებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფების ქმედება სისხლის სამართლებრივ დანაშაულს არ შეიცავდა. უფლებადამცველი მოითხოვს,  ბრალდებულების მიმართ აღმკვეთის გამოყენება საერთოდ არ მოხდეს.

დღის ამბები