25 აპრილი 2024,   20:58
ვრცლად
ბიზნესმენ ნუგზარ კახიძის მკვლელობის ოფიციალური მოტივი ამ დრომდე უცნობია

ბიზნესმენ ნუგზარ კახიძის მკვლელობის ოფიციალური მოტივი ამ დრომდე უცნობია.

თუმცა 68 წლის კახიძის მკვლელობის მთავარი ვერსიად ვარკეთილის ბაზრობის ბიზნესწილები სახელდება.

სამი წლის წინ კომპანია „ვარკეთილი 96-ის“ მეწილეები მაშინდელ დირექტორს ოთარ პირველს, მათი კუთვნილი მოგების მითვისებაში ადანაშაულებდნენ. ამ საქმეზე პირველი დაკავებული სწორედ კახიძის ჩვენების საფუძველზე იყო. მათივე მტკიცებით, პირველს ყოფილი მთავარი პროკურორი ოთარ ფარცხალაძე მფარველობდა.

რა დავა ჰქონდა ნუგზარ კახიძესთან ოთარ პირველს - ამ კითხვაზე პასუხის მიღება და მოკლულის ბიზნესპარტნიორთან დაკავშირება "კურიერმა" მცდელობის მიუხედავად ვერ შეძლო.

დღის ამბები