24 აპრილი 2024,   01:33
ვრცლად
დაპირისპირება ზუგდიდის საკრებულოში - საქმე ცემის მუხლით აღიძრა

ზუგდიდის საკრებულოში მომხდარ დაპირისპირებასთან დაკავშირებით სისხლის სამართლის საქმე ცემის მუხლით აღიძრა.

მომხდართან დაკავშირებით პოლიციის სამმართველოში გვიან ღამემდე იკითხებოდნენ საკრებულოს წევრები. მათ შორის საკრებულოს თავმჯდომარე და ინციდენტში უშუალო მონაწილე დავით შელია. დაკითხვები დღესაც გაგრძელდება.

„მივეცი ჩვენება იმ დეტალებთან დაკავშირებით, რომლის აღქმაც შევძელი იქ არსებული დაძაბული ვითარებიდან. რა თქმა უნდა საუბარი იყო ჯერ სიტყვიერი დაპირისპირების გამომწვევ მიზეზებზე, ხოლო შემდეგ განვითარებულ ფიზიკურ დაპირისპირებაზე და კიდევ ერთხელ მინდა დავაფიქსირო, რომ ეს იყო ყოვლად მიუღებელი, დაუშვებელი ფორმა ურთიერთობის, თუნდაც პოლიტიკური, თუნდაც ადამიანური ურთიერთობების და კატეგორიულად ვემიჯნებით ასეთ ფორმას თუნდაც პოლიტიკურ ოპონენტებთან ურთიერთობისას,“-განაცხადა

ზუგდიდის საკრებულოში „ნაციონალური მოძრაობისა“ და „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენლები ჯერ სიტყვიერად, შემდეგ კი უკვე ფიზიკურადაც გუშინ დაუპირისპირდნენ ერთმანეთს.

ამავე თემაზე
დღის ამბები