14-მა ოპოზიციურმა პარტიამ შუალედურ საპარლამენტო არჩევნებს, რომელიც ვანსა და ხონში გაიმართება, შესაძლოა ბოიკოტი გამოუცხადოს. საბოლოო გადაწყვეტილება ცნობილი, „ლიდერთა საბჭოს“ დღეს დაგეგმილ სხდომაზე გახდება.
არჩევნების ბოიკოტირების საკითხის განხილვის გარდა ოპოზიციური პარტიები იმსჯელებენ ლეიბორისტების ინიციატივაზეც. საუბარია არჩევნებში მონაწილეობის საყოველთაო, სამართლებრივ მოვალეობად გამოცხადებაზე.
„სახელმწიფოს მხრიდან მოხდეს დავალდებულება საზოგადოების, ამომრჩევლის, რომ ის აქტიურად ჩაერთოს საარჩევნო პროცესში, ხმის მიცემის პერიოდში,“-განაცხადა ბაჩუკი ქარდავამ.